воскресенье, 11 ноября 2018 г.

ინტელის სწავლების მესამე ეტაპზე გავიარეთ პროექტებით სწავლება,სასწავლო პროცესის დაგეგმვა, ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა და ამ პროცესში ტეწნოლოგიების გამოყენება, მოსწავლეთა პროეწტების შეფასება, გავეცანით  და ერთმანეთს გავუზიარეთ თუ როგორ დავგეგმოთ განსხვავებული მოსწავლეების საჭიროებები, დავეუფლეთ ხერხებს თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს, მოვამზადეთ და ერთმანეთს წარვუდგინეთ  სასწავლო პროექტების პორტფოლიოები,გავაზიარეთ და მივიღეთ უკუკავშირი. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ უკვე აქტიურად ჩემს მოსწავლეებთან და გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას კოლეგებს მათგანაც მივიღებ უკუკავშირებს,ერთობლივადაც დავგეგმავთ პროექტებს.

суббота, 10 ноября 2018 г.

გავიარეთ მოდული7.ფასილიტაციის რესურსების შექმნა.ვისაუბრეთ ეროვნულ საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებსა და სტანდარტულ ინდიკატორებზე მასწავლებლის მუშაობისათვის. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.

воскресенье, 4 ноября 2018 г.

გავიარეთ მოდული6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. სწავლის სხვადასხვა სტილის მიხედვით ჯგუფებმა წარმოვადგინეთ პრეზენტაციები.. გავეცანით მასალების მომზადებას მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით.

суббота, 3 ноября 2018 г.

ნაყოფიერად ვიმუშავეთ. გავეცანით მოდულ5-ს: მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენას, შეფასების  დაგეგმვის ცხრილს, შეფასების გეგმის ჩეკლისტს, შეფასების დაგეგმვას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომოსათვის, შეფასების დროის გეგმას.გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკა.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება

4
3
2
1
წონა
მიზნები

მოსწავლის   ნამუშევარი  სრულად  შეესაბამება  მიზნებს  ანუ  განხილულია  თუ რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი  ვის ან რას ენიჭება უპირატესობა მისი შეცნობის გზაზე . რატომაა  აუცილებელი მისი  გააზრება. 
მოსწავლის ნამუშევარი  შეეაბამება  კონკრეტულ  მიზანს,  ანუ  განხილულია თუ რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი, რატომაა აუცილებელი მისი გააზრება
 მოსწავლის  ნამუშევარი  ნაწილობრივ  შეესაბამება  მიზანს,  ანუ   მხოლოდ განხილულია თუ რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი
მოსწავლის  ნამუშევარი  ინფორმაციის  შეჯამებაა და  კონკრეტულ  მიზნებს  არ ემსახურება.



შინაარსი

ადამიანის ცხოვრების საზრისის შეცნობაზე, მისი მიღწევის გზებსა და აუცილებლობაზე მოძიებული მასალა სრულყოფილია.
ადამიანის ცხოვრების საზრისის შეცნობაზე, მისი მიღწევის გზებსა და აუცილებლობაზე მოძიებულია  მასალა,მაგრამ ზოგიერთი დეტალები გამოტოვებულია

ადამიანის ცხოვრების საზრისის შეცნობაზე, მისი მიღწევის გზებსა და აუცილებლობაზე მოძიებული მასალა ზერელეა.
მოძიებული  მასალა  ეხება  მხოლოდ  იმას თუ რა არის
ადამიანის ცხოვრების საზრისი.


შემოქმედებითობა

ფოტო მასალით  წარმოდგენილი  პრეზენტაციები  ორიგინალურია,  გამოკვეთილია  საინტერესო  დეტალები.
ფოტო მასალით  წარმოდგენილი პრეზენტაციის  ყველა გვერდი  მიზანს  ემსახურება,  მაგრამ  აკლია  ორგანიზებულობა.
წარმოდგენილი  პრეზენტაციის   ყველა გვერდი  მიზნებს  ემსახურება ,  მაგრამ არაა წარმოდგენილი   ფოტო- მასალა
პრეზენტაცია არ   არის  მიზნის  შესაბამისი  აკლია   ფოტო-მასალა.


თანამშრომლობა

ძირითადი იდეების  განხილვისას  ერთმანეთის  აზრს  ითვალისწინებენ  და პატივს  სცემენ.

ერთობლივი  მუშაობის  დროს  წამოჭრილ საკითხებს  შეთანხმებულად  განიხლავენ  და  ისე  შეაქვთ  ცვლილებები.
ერთობლივ  მუშაობაზე თანხმდებიან,  თუმცა  ზოგჯერ  ჯგუფის  წევრებს  შეთანხმების  გარეშე  შეაქვთ
  ცვლილებები.

მუშაობისას  ითვალისწინებენ  მხოლოდ  რამდენიმე  მოსწავლის  იდეას,  სხვების  იდეები  უგულებელყოფილია.

4
3
2
1
წონა
წესები

მორფოლოგიური, სინტაქსური , პუნქტუაციური და სტილისტური შეცდომები არა აქვს
მორფოლოგიური, სინტაქსური , პუნქტუაციური შეცდიმები არა აქვს, მაგრამ  აქვს ერთი სტილისტური ხარვეზი

მორფოლოგიური და პუნქტუაციური შეცდომები არა აქვს ,მაგრამ აქვს 2სინტაქსური  და 1 სტილისტური ხარვეზი

მორფოლოგიური და პუნქტუაციური შეცდომები არა აქვს ,მაგრამ აქვს 4სინტაქსური და 3სტილისტური ხარვეზი.


пятница, 26 октября 2018 г.

გავიარეთ მოდული 3.გავეცანით უკუკავშირის სახეებს. გავუზიარეტ ერთმანეთს კონენტარები,საინტერესო იყო ინტერნეტრესურსების მოძიების პროცესი.

воскресенье, 21 октября 2018 г.

დღეს შევეხეთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს,დაწვრილებით განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები:წინარე ცოდნისა დ ასაჭიროების შეფასების სტრატეგიები,წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები, პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე.